ფონოფორეზი

ფონოფორეზი ფიზიოთერაპიული მკურნალობის ერთ-ერთი სახეა.ტრავმის ან ანთებითი დაავადებების დროს,ფიზიოთერაპიის საშუალებით ქსოვილების ფუნქცონალური სრულფასოვნების აღდგენა არის მნიშვნელოვანი,რომ თავიდან ავიცილოთ ნევროლოგიური ან ნეიროქირურგიული ხასიათის სხვა დაავადება.პროცედურა არის როგორც ცენტრალური ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის,ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის,ზედაპირული რბილი ქსოვილების და ლორწოვანი გარსების სერიოზული დაავადებების,ოპერაციისა და ტრავმის შემდგომი გართულებების,კომპლექსური თერაპიის დამატებითი საშუალება.                                                                                                                                                                             ფონოფორეზის პროცედურით ხდება ანთებითი და შეშუპების პროცესებს შემცირება დაზიანებულ უბანზე.                                                                                                                                                                                   კუნთებისა და ნერვების სტიმულაციისთვის გამოიყენება მედიკამენტოზური ფონოფორეზი, რომლის ჩატარების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დენის გავლენასა და წამლის მიმართვას ერთ მხარეს, უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ და სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს.                                                                                                                                                                                                              ფონოფორეზი კონკრეტულად მოიცავს სამკურნალო პრეპარატების ულტრაბგერიტ შეყვანას, ამ დროს ადგილი აქვს ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას ლოკალურად,ულტრაბგერა აფართოებს სისხლძარღვებს და ლიმფურ სადინარებს,ულტრაბგერას აქვს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი , სპაზმოლიტური და მატონიზირებელი მოქმედება, შედეგად მცირდება ტკივილი,ანთება,ძლიერდება რეგენერაციული პროცესები.                                                                     თერაპიის ამ მეთოდს აქვს უზარმაზარი უპირატესობა,წამლების შეყვანის ჩვეულებრივ მეთოდთან შედარებით,რადგან მისი საშუალებით პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია შეიყვანება უშუალოდ დაავადებულ არეში,და არ ეხება გვერდით ჯანსაღ ქსოვილებს. ამ მეთოდით შეგვიძლია გამოვიყენოთ წამლები,რომლებსაც ჩვეულებრივ მიღებისას მრავალი თანმხლები ეფექტი აქვთ,ის,რომ არ გვეშინოდეს ამ ეფექტების.

ფონოფორეზი - ულტრაბგერის საშუალებით სამკურნალო პრეპარატების შეყვანის მეთოდია  დაავადებულ არეში.

> დადებითი ეფექტები:

  1.    ულტრაბგერა აფართოებს სისხლძარღვებს და ლიმფურ სადინარებს;
  2.      მიკროცირკულაციის გაუმჯობესება;
  3.  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  4.  ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
  5.  სპაზმოლიტური და მატონიზირებელი მოქმედება;